"დინამო" ბათუმი ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

26 მარტი 2023, 17:09 1136 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი "დინამო" ბათუმი ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება - ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.

მატჩი 28 მარტს 15:00 საათზე ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს მონღოლეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1-6 დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში