ხარაგაულში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

27 მარტი 2023, 10:21 573 ნახვა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.

სატყეო სააგენტოს ცნობით,  ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში