ხელვაჩაურის #2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

28 მარტი 2023, 11:12 532 ნახვა

ხელვაჩაურში პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პარალელურად, გვერდით მდებარე მეორე ბაღიც დაიხურა. მერიაში აცხადებენ, რომ დროებით ბაღის დახურვის მიზეზი გეგმიური ტექნიკური შემოწმებაა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს სჭირდება თუ არა შენობას რეაბილიტაცია.

მერიაში ირწმუნებიან, რომ სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება. ხელვაჩაურის მერის მოადგილის განმარტებით, პირველადი შეფასებით შენობაში არანაირი საფრთხის შემცველი გარემო არ არსებობს. 

აღსანიშნავია, რომ ნომერ პირველ ბაღში მიმდინარე სამუშაოების გამო აღსაზრდელები სწორედ ნომერ მეორე ბაღში არიან გადანაწილებული.  ხელვაჩაურის # 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 289 ლარი დაიხარჯა. იგი 2018 წლის 1 მაისს გაიხსნა.

პირველი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში