საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

29 მარტი 2023, 10:57 556 ნახვა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს აღიარებს, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდს -  ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებგვერდზეა ნათქვამი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფრანგეთის ეროვნული კრების წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მომხრე იყო 168 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი ორი დეპუტატი იყო.

"დღეს ჩვენ გვაქვს საფრანგეთის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი" უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის, ისტორიული სიმართლის სხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელებისთვის,"- აცხადებს ზელენსკი.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ, ბულგარეთმა და ასევე ევროპარლამენტმა.

მანამდე ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ, ბულგარეთმა და ასევე ევროპარლამენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში