ქართველი ძალოსანი ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონი გახდა

29 მარტი 2023, 14:01 541 ნახვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრი ლევან ოჩიგავა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 17 წლის ქართველმა ძალოსანმა, რომელიც 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, წარმატებას ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ტურნირზე მიაღწია.

ოჩიგავამ ატაცში 143 კილოგრამი დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, აკვრაში კი მისი საუკეთესო შედეგი 179 კილოგრამი იყო.

საერთო ჯამში, ლევანმა თავი 322 კილოგრამს მოუყარა და 6 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სამხრეთ კორეელ დაე ჰეე კვონს.

ალბანეთში მიმდინარე ტურნირზე კიდევ ოთხი ქართველი ძალოსანი გამოვა: 31 მარტს ფიცარნაგზე გივი დარსაველიძე, საბა ადამია და მარიამ მურღვლიანი გავლენ, პირველ აპრილს კი – ირაკლი ვეკუა გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი