"დინამო" ბათუმისა და "სამგურალის" მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

30 მარტი 2023, 16:55 1290 ნახვა

2 აპრილს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში "დინამო" ბათუმი წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია საიტ biletebi.ge - ზე დაიწყო.

არენასთან მდებარე სალაროებში ბილეთები კი 1 აპრილიდან გაიყიდება ბილეთის ფასი 5, 10 და15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

5 ტურის შემდეგ"დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის ცხრილში 13 ქულით "დინამო" თბილისთან ერთად გათამაშების ლიდერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში