ვიქტორ ოსიმენი ტრამვირებულია და უახლეს მატჩებში ვერ ითამაშებს

31 მარტი 2023, 19:19 666 ნახვა

ვიქტორ ოსიმენი სანაკრებო შესვენების შემდეგ "ნაპოლიში" ტრამვირებული დაბრუნდა. ინფორმაციას ნეაპოლური გუნდი ავრცელებს.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა რომ ნიგერიელ თავდამსხმელს საზარდულის პრობლემა აქვს. ამ დროისთვის ფეხბურთელს უცნობია თუ რა სირთულის ტრამვა აქვს. თუმცა როგორც ვარაუდებენ ვიქტორი გუნდს მინიმუმ 2 კვირით დააკლდება, რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ სერია A-ში "მილანის" და "ლეჩეს" წინააღმდეგ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისევ "მილანითან" ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა "ნაპოლის" მაისურით 29 მატჩი ითამაშა. მის ანგარიშზე 25 გოლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში