ისტორიული რეფერენდუმი

31 მარტი 2023, 20:19 685 ნახვა

ზუსტად 32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ახლა უკვე ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ. 5 აპრილს რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდა. 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. 32 წელი ისტორიული თარიღიდან - ვნახოთ თამუნა ხოზრევანიძის რეპორტაჟი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში