სანდრო მამუკელაშვილმა "სან ანტონიოში" პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა

01 აპრილი 2023, 10:18 496 ნახვა

ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

სანდრომ "გლდენ სტეიტის" წინააღმდეგ 29:13 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე კი 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

მატჩი მასპინძელმა "გოლდენ სტეიტის"  გამარჯვებით 130:115 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას "სან ანტონიო" 2 აპრილს, საკრამენტოში, "კინგსთან" გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში