"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

01 აპრილი 2023, 10:55 457 ნახვა

პოლიციამ თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულმა კაცმა, რომელიც  სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში სტუმრად იმყოფებოდა, გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში