დანაშაულის სტატისტიკა

01 ნოემბერი 2025, 10:22 110 ნახვა

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს  67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ბოლო 9 თვის სტატისტიკით, ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი და ჯამში გამოვლენილია 7 199 ფაქტი.

ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 660 ფაქტი. 75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ასევე, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების მიმართულებითაც. უწყების ინფორმაციით, შემცირებულია ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა. ასევე შემცირებულია, განზრახ მკვლელობების რაოდენობა.

შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2025 წელს დაფიქსირდა 121 ფაქტით ნაკლები.

ასევე, შემცირებულია კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა.

გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 181 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე