სასამართლო სხდომა

01 ნოემბერი 2025, 14:50 140 ნახვა

დაკავებული ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. კობა გაბუნიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაურკვევლობაშია და პოზიციას მხოლოდ მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ დააფიქსირებენ.

საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც.  საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე