ბიოტუალეტების საკითხი ქობულეთში

03 აპრილი 2023, 20:42 544 ნახვა

ქობულეთში ადგილობრივები საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაზე საუბრობენ, რომლებსაც რიგ ადგილში  დაკეტილი ხვდებათ. აღნიშნულ საკითხზე,ქობულეთის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ძველი  და ამორტიზებული ყველა საპირფარეშო  განახლდება და ტურისტული სეზონის დაწყებამდე შეკეთდება. ასევე აცხადებენ ,რომ ვანდალური ქმედებების აღსაკვეთად ვიდეო კამერები დამონტაჟდება.ქობულეთში უფასო, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა 12  ბიო ტუალეტების პროექტით არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსამ“ ადგილობრივ თვითმმართველობას განსახილველად უკვე მიმართა.ორგანიზაციამ მანამდე ადგილობრივებში გამოკიხვაც ჩაატარა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში