საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ საქართველოს თასის ნახევარფინალში „დელტას“ დაუპირისპირდება

10 აპრილი 2023, 14:08 473 ნახვა

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე გაირკვა. ოთხეულში ყველაზე ადრე, “ბათუმი” გავიდა, რომელმაც მეოთხედფინალურ სერიაში “ქუთაისს” სძლია. 

ოთხთა ფინალში ბათუმს „ოლიმპი“, „თსუ“ და გურჯაანის „დელტა“ შეუერთდნენ. ხვალ ნახევარფინალში ოლიმპი თსუ-ს შეხვდება, ხოლო ბათუმი დელტას დაუპირისპირდება.

გამარჯვებული ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდება და ფინალში გასული გუნდები საქართველოს თასისთვის ერთმანეთს 12 აპრილს დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში