საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ ნახევარფინალში გურჯაანის „დელტას“ შეხვდება

11 აპრილი 2023, 14:11 492 ნახვა

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. პირველი შეხვედრა ბათუმსა და გურჯაანის დელტას შორის იქნება რომელიც 17 საათზე აიღებს სტარტს.  

მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ხოლო მეორე ნახევარფინალში ოლიმპი თსუს შეხვდება.

გამარჯვებულები ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდებიან და ფინალში გასული გუნდები საქართველოს თასისთვის ერთმანეთს ხვალ, 12 აპრილს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, ბათუმი საქართველოს თასის მფლობელია და ტიტულის დაცვას შეეცდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში