ენმ სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს

11 აპრილი 2023, 14:20 834 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი  ბათუმში სამშენებლო  ამნისტიის  შესახებ  ზაალ მიქელაძის, რესან კონცელიძის და ანზორ ბოლქვაძის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვს.  

მისი  განცხადებით,  გუშინ  პარლამენტში  საკომიტეტო  მოსმენისას  კანონში ცვლილების   ინიციატორებს  უსაფრთოხოების რუკების შესახებ მის  კითხვებზე  კონკრეტული პასუხი  არ ჰქონდათ,  ასევე  დაუდასტურეს, რომ კონსულტაციები არ გაუვლიათ არც ექსპერტებთან და არც მესამე სექტორთან.

ხარაზი ქალაქში  უკანონო  მშენებლობების  ბუმზე საუბრობს, მისი განცხადებით, მსგავსი ამნისტიები  არაკეთილსინდისიერ დეველოპერებს  ახალისებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი