''დინამო'' ბათუმმა ''დინამო'' თბილისს ფრედ ეთამაშა

12 აპრილი 2023, 22:50 794 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ''დინამო'' ბათუმმა ''დინამო'' თბილისს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა. ანგარიში მე-16 წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა და ბათუმელები წინ გავიდნენ. 

8 წუთში ფლამარიონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 42-ე წუთზე ომარ იმრანმა სხვაობა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ალთუნაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ''დინამო'' ბათუმი 10 კაცის შემადგენლობით დარჩა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 კი, 76-ე წუთზე სხირტლაძემ დააფიქსირა.

8 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეში 20-20 ქულით ისევ ''დინამო'' ბათუმი და ''დინამო'' თბილისია.

მომდევნო ტურში 21 აპრილს, გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ''დინამო'' გასვლაზე ქუთაისის ''ტორპედოს'' ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში