ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე

18 აპრილი 2023, 14:45 1003 ნახვა

18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. თარიღი აღნიშნეს ბათუმში. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კონფერენცია გამართა.

მთავარი თემა  ამჯერად არამატერიალური ძეგლები იყო. ასეთი აჭარაში სულ სამია -  ბორანო, აჭარული ნაქარგობა, განდაგანა და მისი ხალხური საწყისები. სტატუსის მოლოდინშია ლაზური ნავის დამზადების ტექნოლოგია, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაეგზავნა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა რეგიონში 2012 წლიდან დაიწყო და ჯამში უკვე შესწავლილია 60-ი.  რაც შეეხება  ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს, მას იუნესკოსა და იკომოსის ეგიდით  1984 წლიდან აღნიშნავენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტო  საერთაშორისო ღონისძიებას ყოველწლიურად უერთდება. 

კონფერენციას დღეს არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და  ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე და მის შენარჩუნებაზე ისაუბრეს,  მათ შორის განსაკუთრებით არამატერიალურზე, რომელიც წლებთან ერთად ცვლილებებს განიცდის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში