კეზერაშვილი ფორმულას 25% ინარჩუნებს და დაფინანსებას განაგრძობს

18 აპრილი 2023, 19:23 481 ნახვა

დავით კეზერაშვილის მორიგი განცხადება.  ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის განცხადებაში.  ასევე საუბრობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილზე.  კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს,რაც ფორმულას მთლიანი წილის 25%-ია, თუმცა თავად ფორმულას მენეჯმენტის განცხადებით, ჯერ არ ჩამოყალიბებულან თუ რა ფორმით და ვისზე კონკრეტულად მოხდება წილის გადანაწილება, ასევე ზურაბ გუმბარიძის თქმით,  დავით კეზერაშვილს არ უთქვამს უარი ფორმულას დაფინანსებაზე.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში