ენმ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

26 აპრილი 2023, 11:15 923 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქობულეთის საკრებულოს წევრები სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუსრულებელ საინვესტიციო პირობებზე საუბრობენ. ისინი ქობულეთის მერიას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო ინვესტორთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 4 წლის წინ კერძო პირზე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით გასცა, უნდა აშენებულიყო  სავაჭრო ცენტრი. სანაცვლოდ კი ტერიტორიაზე მცირე ზომის თუნუქის კონსტრუქციისგან აგებული ჯიხურები დაიდგა. 

ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მათგან ველოდებით განმარტებებს  ბრალდებებზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში