უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა

28 აპრილი 2023, 10:11 726 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.

ასევე მხარი დაუჭირა გენოციდის დანაშაულის მტკიცებულებების აღრიცხვასა და შეგროვებას.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო გადაყვანაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში