ჩინეთში ხანძარმა 12 ადამიანი იმსხვერპლა

11 დეკემბერი 2025, 09:31 111 ნახვა

ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შანტოუში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი 40 წუთის შემდეგ ჩააქრეს. ხანძარი პირველ სართულზე მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრომოწყობილობების მაღაზიაში გაჩნდა. ალი სწრაფად გავრცელდა ზედა სართულებზე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის ზედა სართულები საცხოვრებელ ფართად გამოიყენებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი