ინდოეთში ნავის გადაბრუნების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

08 მაისი 2023, 10:59 750 ნახვა
00:00
00:00

21 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სამხრეთ  კერალას შტატის სანაპირო ქალაქ ტანურთან ნავის ჩაძირვის შედეგად.  შემთხვევის ადგილზე ათობით მაშველი მუშაობს და  ექსკავატორის გამოყენებით ნავის ნაპირზე გამოყვანას ცდილობენ.

პოლიციის განცხადებით, ნავი,რომელშიც  40  მგზავრი იმყოფებოდა, გადაბრუნდა, რადგან ის გადატვირთული იყო.  წყალქვეშ სამძებრო ოპერაციაში მყვინთავები არიან ჩართული.

ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. 10-მდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში