ტეხასის შტატში ჯიპი ავტობუსის გაჩერებაზე მყოფებს დაეჯახა

08 მაისი 2023, 10:49 592 ნახვა

შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტეხასის შტატის ქალაქ ბრაუნსვილში, როცა ჯიპი  ადამიანთა ჯგუფში შევარდა უსახლკაროთა თავშესაფართან, რომლითაც მიგრანტები სარგებლობენ.  

მძღოლი დაკავებულია - განაცხადეს ბრაუნსვილის პოლიციის დეპარტამენტში და აღნიშნეს, რომ  მომხდარს ამ ეტაპზე უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, თუმცა საქმის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.  

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი დილით ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა, დაღუპულთა შორის რამდენიმე მიგრანტია.

ჯერჯერობით, უცნობია მძღოლი განზრახ შევარდა ადამიანების ჯგუფში თუ საჭე ვერ დაიმორჩილა.  მექსიკის საზღვართან მდებარე ქალაქი ბრაუნსვილი ერთ-ერთი ადგილია, სადაც  აშშ-ში არალეგალურ მიგრანტთა  შემოდინება ხდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში