ქართული მუსიკის საღამო

20 მაისი 2023, 14:19 652 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ART სალონის მცირე სცენაზე ,,ქართული მუსიკის საღამო" შედგა.

კონცერტი, დავით მუქერიას დირიჟორობითა და კომპოზიტორ არჩილ გიორგობიანის მონაწილეობით გაიმართა და მასში ბათუმელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

,,ქართული მუსიკის საღამოზე" სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  მოესმინათ ის სიმღერები რომელსაც მონაწილეები 22-23 მაისს იერუსალიმში შეასრულებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

განსხვავებული ფორმატის საღამოც სწორედ მათ გამგზავრებას უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში