“საგამომცემლო საქმიანობა აჭარაში XIX-XX საუკუნეებში” - ასე ჰქვია ფოტო გამოფენას, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი სტამბების უნიკალური ფოტომასალა, პირველი ბათუმური გამოცემების ასლები და იმ ეპოქის საგამომცემლო კულტურის ამსახველი დოკუმენტები.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს ბათუმის პირველი სტამბების ფოტოები, გაზეთების რეპროდუქციები, ილუსტრაციები და XIX-XX საუკუნეებში გამოყენებული შრიფტები და რეკლამები.
გამოფენის მიზანი, საზოგადოებისთვის იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებმაც ბათუმურ პუბლიცისტიკასა და ბეჭდურ კულტურას დაუდეს საფუძველი.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ბათუმის საგამომცემლო ისტორიის თავისებურებების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე