უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ინგლისის ნაკრები დაამარცხა

01 ივნისი 2023, 18:32 597 ნახვა

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე საკონტროლო შეხვედრაში ინგლისელი თანატოლები 40:38 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

3-წლიანი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა  24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ქართველი მორაგბეები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია არიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში