საქსტატი - მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5 % შეადგინა

02 ივნისი 2023, 14:33 1662 ნახვა

მაისის მონაცემებით, ზეთი და ცხიმი 17 პროცენტით გაიაფდა- ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.  ანგარიშის მიხედვით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა და  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. 

ამავე ინფორმაციის თანახმად  ყველაზე მეტად, 9.7 პროცენტით ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირდა.  

ფასები გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ამავე მონაცემებით მომატებულია ფასები უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე,  შაქარზეც, პურსა  და პურპროდუქტებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში