ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მე-7 რეგიონალური კონკურსი

06 ივნისი 2023, 14:15 586 ნახვა

ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მეშვიდე რეგიონალური  კონკურსი გაიხსნა ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის  სამუსიკო სკოლაში.  სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეები,  სპეციალურად გაწერილ პროგრამის მიხედვით  4 ნაწარმოებს ერთდროულად ასრულებენ.

კონკურსი  საფორტეპიანო,  საორკესტრო, ვოკალურ და საგუნდო  განყოფილებას მოიცავს. ყოველი საკონკურსო ნაწილის შემდეგ საფესტივალო  ტური გაიმართება, სადაც შემსრულებლები შედარებით თავისუფალი პროგრამით, 2 ნაწარმოებით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. 

გამარჯვებულებს 12 ივნისს, გალა კონცერტზე დააჯილდოებენ

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში