სავარაუდო ძალადობა სმენადაქვეითებულ არასრულწლოვან გოგონებზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

06 ივნისი 2023, 14:19 691 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შშმ პირებზე სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საქმეზე რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა და გამოკითხვები გრძელდება.    

საგამოძიებო უწყებას  კი  განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ამ წუთებში გამოკითხვაზეა პოლიციაში.  

გამოცემა ,,ბათუმელების“ ინფორმაციით  საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.  საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე. 

ირკვევა, რომ  ეს ხდებოდა არამარტო  ბათუმში, ასევე თბილისსა და ქუთაისში. გამოცემასთან ერთ-ერთი   რესპოდენტი იმასაც ამბობს, რომ    ეს პროცესი ახლახან არ დაწყებულა, არსებული ვიდეოები სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაშია გადაღებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში