ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

07 ივნისი 2023, 15:58 776 ნახვა

ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჭარა სიახლეებით ხვდება. წელს, რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები ელოდება, როგორც ბათუმში ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. რეგიონში გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტებისა და ბათუმის მიმართულებით დაგეგმილი ფრენების რაოდენობა. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად რეგიონში სრულად ამოქმედდა სერვისები ტურისტულ მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლისთვის, აჭარას 50-ზე მეტი ახალი ტურისტული ობიექტი, საოჯახო-სასტუმრო სახლი, სასტუმრო, რესტორანი, კოტეჯი და ტურისტულის სერვისი დაემატა. მათ შორისაა 500 მეტრიანი, ორზოლინი ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავში, სამთო ველობილიკი კავიანზე, საპიკნიკე ზონები და ტურისტული თავშესაფრები მთიან აჭარაში.

"აქტიურად მიმდინარეობს აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. წელს აჭარაში ვიზიტორებს როგორც ევროპული, ისე გალფის და მეზობელი ქვეყნებიდან ელოდებიან. უკვე გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტში. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42%-ით.

არსებულ მიმართულებებს ივნისიდან დაემატება:

  • ყაზახეთი (Air Astana, Scat Airlines) – 29 (კვირაში საშუალოდ 7-8 ფრენა);
  • დუბაი (Fly Dubai) – 4 (კვირაში 1 ფრენა);
  • აზერბაიჯანი (Azerbaijan Airlines) – 29 (კვირაში საშუალოდ 7-8 ფრენა);
  • სომხეთი (Armenia Airways) – 5 (კვირაში საშუალოდ 1-2 ფრენა);
  • თეირანი (Aseman Airlines) – 3 (კვირაში საშუალოდ 1 ფრენა);
  • უზბეკეთი (Uzbekistan Airways) – 8 (კვირაში 2 ფრენა).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვრტალში საერთაშორისო ვიზიტები რეგიონში გაზრდილია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით +33%-ით და თითქმის გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები 2022 წელთან შედარებით (+93%). პირველ კვარტალში ასევე გაზრდილია (41%-ით) დატვირთვა განთავსების ობიექტებში.

წელს, პირველად ბათუმი World Trawel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც  რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი დაესწრებიან",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი