მინიმუმ წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, მოსალოდნელი არ არის არც გაზის ტარიფების გაზრდა - დავით ნარმანია

08 ივნისი 2023, 12:38 484 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

დავით ნარმანიას თქმით, სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, მოსალოდნელი არ არის არც გაზის ტარიფების გაზრდა. ასევე აღნიშნა, რომ რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ნარმანიას განმარტებით, ტარიფების სიმცირის კუთხით, ერთიან შკალაზე საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

„რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია, უცვლელია. კომისიამ გასულ წელს გადახედა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფებს და უცვლელად დატოვა. ასევე, ჩვენ ბუნებრივი გაზის ტარიფები დავადგინეთ გასული წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. შესაბამისად, ხუთი წლით დავადგინეთ ახალი ტარიფები და აქაც ტარიფები დარჩა უცვლელი. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც, სულ მცირე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი ჩვენ ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ისევე როგორც ბუნებრივი გაზის ტარიფები ხანგრძლივვადიანი პერიოდით გვაქვს დადგენილი და აქაც ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში