საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრა 

08 ივნისი 2023, 15:05 661 ნახვა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ წუთებში ევროპარლამენტში მიმდინარეობს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე მთავარი საკითხი 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მსჯელობენ თუ რა ეტაპზეა საქართველოში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და როგორ ხორციელდება ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულება.

უკვე გაკეთდა განცხადებები. მარინა კალიურანდის  თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რადგან პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. „მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს, არის საერთო ღირებულებები'' - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ამავე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კალიურანდის საპასუხოდ განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციის უმეტესობა სრულად შესრულებულია, იმის მიუხედავად, რომ სტატუსის არმინიჭებამ ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში