მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონია 

16 ივნისი 2023, 10:18 387 ნახვა

მანუჩარ მარკოიშვილი საფრანგეთის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელი მონაკოში საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. მათი გაწვრთნილი კლუბი ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.

მონაკომ ფინალურ სერიაში ბულონს 3:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ მონაკომ რეგულარული სეზონიც პირველ ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება პლეი-ოფებს, მონაკოს კალათბურთელებმა მეოთხედფინალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ სერიებში ყველა მატჩი მოიგეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში