პუტინის ომი უკრაინაში

18 ივნისი 2023, 11:29 521 ნახვა

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულ ადამიანებზე უკრაინული და რუსული მხარე ინფორმაციას ავრცელებენ. უკრაინული მხარის ცნობით დაიღუპა 16 ადამიანი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი კრემლის მთავრობის განცხადებით 29 გარდაცვლილია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საბრძოლო შეტაკებების შესახებ ავრცელებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გასულ დღეს მტერმა 4 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელა. პარალელურად გრძელდება საუბარი კონტრშეტევაზე, ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული ჯარების კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე 4 სექტორში გრძელდება.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის დამცველები ბახმუტთან, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით აწარმოებენ ძირითად ოპერაციებს. რამდენიმე მიმართულებით კი 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.

გარდა ამისა, გამოცემა The New York Times-ის ცნობით, რუსული ძალები ბრძოლის ველზე ტაქტიკას ცვლიან და უფრო მეტად თვითმფრინავებსა და სადაზვერვო შეტევებს ახორციელებენ.

უკრაინის პრეზიდენტი კი მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების აღდგენაზე საუბრობს და პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში