დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება

03 ივლისი 2023, 10:38 539 ნახვა

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისგან სრულად არის გაწმენდილი ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. რის შედეგადაც, შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.

მათივე ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

  • #804 თბილისი-ბათუმი 17:05;
  • #807 ბათუმი-თბილისი 17:15;
  • #801 ბათუმი-თბილისი 18:20;
  • #812 თბილისი-ბათუმი 0:35;
  • #811 ბათუმი-თბილისი 0:45;
  • #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25;
  • #874 თბილისი-ფოთი 17:30.

გუშინ, 2 ივლისს, მეწყერის გამო, უსაფრთხოების მიზნით, გაუქმდა სამგზავრო, მათ შორის მაგისტრალური და საგარეუბნო რეისები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში