ფოლკლორული ფესტივალი ხელვაჩაურში

10 ივლისი 2023, 20:24 760 ნახვა

ენ სტუდიის ორგანიზებით ხელვაჩაურში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენ გვაერთიანებს სიყვარული“ გაიხსნა. ფესტივალი ოთხდღიანია და მასში 12 ქვეყნის ფოლკლორული ჯგუფი და თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი  მონაწილეობს.  ფესტივალი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და იგი წელს მეორედ იმართება. ფოლკლორული ფესტივალის მიზანია სხვადასხვა  ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეცნონ ერთმანეთის კულტურას და დაამყარონ მეგობრული კავშირები. ხვალ კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში