საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი

10 ნოემბერი 2025, 11:42 140 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დღეს დასრულდება. გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალიც.  ჟიური გამარჯვებულებს 7 ნომინაციაში გამოავლენს, მათ შორისაა საუკეთესო რეჟისურა, სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება, კრიტიკის სპეციალური პრიზი და ფესტივალის გრან-პრი. დასახელდებიან საუკეთესო მსახიობებიც. ფესტივალს დაასრულებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “ო-ჯახი“.
რეჟისორების ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის ნამუშევარი არასაკონკურსო პროგრამაშია. გუშინ კი დრამატული თეატრის მცირე სცენაზე “ჯაყოს ხიზნები“ დაიდგა, მაყურებლის წინაშე საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება წარსდგა.   ბათუმის საერთაშორისო თოჯინების რიგით მესამე ფესტივალში თეატრალური დასები 6 ქვეყნიდან  მონაწილეობენ. საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო 10 სპექტაკლი. გაიმართა მასტერკლასებიც. 

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე