ბათუმში მამამ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად იძალადა

12 ივლისი 2023, 12:33 1734 ნახვა

ბათუმში, მამამ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად იძალადა. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და  საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა. 

დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებელია თავად ბავშვების ინფორმირება, რომ შეძლონ თავის დაცვა და იცოდნენ როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, ორგანიზაცია „იალქნის“ ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია შესაბამისი უწყებებიდან დროული რეაგირება და საქმის შესასწავლად სოციალური მუშაკების მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა.

ძალადობის მსხვერპლი ორგანიზაცია „იალქნის“ ბენეფიციარი იყო, თუმცა ბოლო 8 თვეა მას ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს. არსებული ინფორმაციით, გოგონა ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა, ოჯახზე მონიტორინგს სოციალური სამსახური ახორციელებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

ინფორმაცია თავდაპირველად "TV25"-მა გაავრცელა. 


 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში