საქართველომ მალტა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა

24 ივლისი 2023, 19:56 603 ნახვა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მესამე ადგილისთვის მატჩი მალტასთან გამართა, 51:46 გაიმარჯვა და ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მექულე სალომე სვანი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. სალომე ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ბომბარდირიც გახდა. შეგახსენებთ, რომ B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გიბრალტარი და სომხეთი დაამარცხა, ხოლო დამარცხდა მალტასთან. ტურნირის ნახევარფინალში ქართველებმა ბოლო წამზე 72:74 აზერბაიჯანთან წააგეს. საბოლოოდ, აზერბაიჯანის ნაკრები ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში