საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში 

27 ივლისი 2023, 15:00 684 ნახვა

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაცია - ასეთია მოლოდინები ჩინეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დღეს დაიწყო.

პრემიერს ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური პირები დახვდნენ, აეროპორტშივე გაიმართა მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონიაც. მასში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენმა სტუდენტებმა. დელეგაციასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია.

ტელევიზიებით უკვე გაშუქდა საქართველოს პრემიერის ჩენგტუში ჩაფრენა და ოფიციალური დახვედრის ცერემონია.

მედია საშუალებები ასევე ეხმაურებიან ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში