რეკომენდაციების შესრულების პროცესი - 9 საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეფასების დოკუმენტი

01 აგვისტო 2023, 14:01 804 ნახვა

9 საზოგადოებრივი  ორგანიზაციის კვლევა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შესახებ.   შეფასების რიგით მე-5  დოკუმენტი 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. კვლევის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, სრულად შესრულებულია ევროკავშირის 1 პირობა, მეტწილად შესრულებულია 2, ნაწილობრივ შესრულებულია 7 და ჯერ კიდევ შესასრულებელია 2 პირობა.

ორგანიზაციების განცხადებით, პირობების შესრულების კუთხით, აღნიშნულ პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით.

პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში