შინდისის გმირების ხსენების დღე

11 აგვისტო 2023, 11:39 519 ნახვა

მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ მთავრობამ თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოახერხოს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმშიც,ქალაქის მერი,საკრებულოს თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შინდისის გმირების სკვერში შეიკრიბნენ და  გმირულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს,ადგილზე იმყოფება ირინე წუწუნავა რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში