თავდაცვის ძალების მეთაური შოვში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 აგვისტო 2023, 15:05 498 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო "სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს.

ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი, შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში