ფესტივალი ლევილის ისტორიულ მამულში

19 აგვისტო 2023, 14:15 698 ნახვა
00:00
00:00

ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს მასპინძლობს.

ისტორიულ მამულში მეოთხე საფესტივალო კვირა მიმდინარეობს, რომელიც 29 ივლისიდან დაიწყო. პროგრამა მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, გაიმართა სპექტაკლებიც.

ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.

ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის'' კონცერტით ხვალ დაიხურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი