დეკანოზის  დაკითხვა  დღეს  განახლდება

28 თებერვალი 2017, 00:00 3081 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი  ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ისევ ითხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ მიაწვდის ის ინფორმაციას გამოძიებას. დღეს კი ბრალდებული სასულიერო პირის დაკითხვის პროცესი ისევ გაგრძელდება.  გამოკითხვა სავარაუდოდ 13 საათზე დაიწყება. მიხეილ რამიშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა მატროსოვის ციხესთან. ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში