ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს დიალოგისკენ მოუწოდებს 

02 სექტემბერი 2023, 10:01 480 ნახვა

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მოერიდონ ძალადობის გაგრძელებას და დაუბრუნდნენ დიალოგს - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი პიტერ სტანო "ტვიტერის" გვერდზე წერს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ოთხი სომეხი სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა ერთი.

აზერბაიჯანული მხარე კი სამი დაჭრილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში