სპეციალური ოპერაციების ზონაში ახალი წლის ზავის შეთანხმების საკითხი ამჟამად არ განიხილება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ახლა სრულიად სხვა პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომელიც თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა და მხარეებს რაიმე კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
