ვითარება გურიაში

13 სექტემბერი 2023, 12:04 446 ნახვა

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები არ წყდება. გეოლოგები წყალდიდობისგან და მეწყრისგან დაზიანებული სახლების მასშტაბებს სწავლობენ. წინასწარი ინფორმაციით 246 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, რაც შეეხება გზებს, მუშაობს მძიმე ტექნიკა.

ამ დროისთვის ცენტრალურ გზაზე სოფელ ნაგომარში, რომელიც აკავშირებს ოზურგეთსა და ჩოხატაურს ხიდია ჩამტვრეული.  გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია.   

როგორც გურიის სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, 500 მეტი ოჯახია გაყვანილი  უსაფრთხო ადგილას. სტიქიის ზონაში რჩებიან ის ოჯახები, რომლებსაც არ უნდათ მათი საცხოვრებელი სახლების დატოვება, თუმცა მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში