თავდასხმა და დაპირისპირება გლდანში

23 სექტემბერი 2023, 14:19 546 ნახვა

გლდანში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას გააგრძელებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში